Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს ჯარები საქართველოდან


რუმინეთში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა და გამოთქმულია რწმენა, რომ საქართველოს გააწევრიანება ნატოში ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. „ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები და მივესალმებით წევრობისთვის მომზადების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ასევე ვაღიარებთ, რომ საქართველოს წევრობა ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. მათ შორის შავი ზღვის რეგიონში. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“,- აღნიშნულია 9 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს სრულად აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაიყვანოს საჯარისო ნაწილები საქართველოს ტერიტორიებიდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.

XS
SM
MD
LG