Accessibility links

ევროკავშირი მზადაა უმასპინძლოს ლუკაშენკოს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე


ევროკავშირის წყაროების თანახმად, ბლოკი მიესალმებოდა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდ ლუკაშენკოს ჩასვლას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში მომავალ თვეში გაიმართება. ბრიუსელში რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტის ცნობით, 24 ნოემბრის სამიტზე ბელორუსია მიწვეულია ყოველგვარი „შეზღუდვის გარეშე“, ისევე როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე დანარჩენი ხუთი ქვეყანა - აზერბაიჯანი, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. წყაროს ცნობით, სამიტზე მონაწილეობის მოსაწვევი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს 6 ოქტომბერს დაეგზავნათ. წინა სამიტების დროს, ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ მიესალმება ლუკაშენკოს, რომელიც 21 წელიწადია მართავს ბელორუსიას და ცნობილია, როგორც „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“. ევროკავშირმა 2009 წელს აამოქმედა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკურ ინტეგრაციას და ევროპული ფასეულობების განმტკიცებას აღმოსავლეთ ფლანგზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG