Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ ემზადება, გადალახოს პრეზიდენტის ბოლო ვეტოც


"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს“, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო საკანონმდებლო ორგანოს მიერ მესამე მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ცნობით, პრეზიდენტმა ვეტოს შენიშვნებს შეგნებულად დაამატა წინასწარ დაანონსებული ისეთი საკითხები, რაზეც წინასწარვე ნამდვილად იცოდა, რომ ჩვენ თანხმობას ვერ განვაცხადებდით. პრეზიდენტმა „უკანასკნელ შანსზე თქვა უარი“, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ უმრავლესობა გადალახავს ამ ვეტოსაც.

XS
SM
MD
LG