Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: თურქეთი არასოდეს აღიარებს ყირიმის ანექსიას


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ თურქეთი კვლავინდებურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არასოდეს აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიას. „ჩვენ არ ვაღიარეთ და არც მომავალში ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა 9 ოქტომბერს კიევში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG