Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა, შესაძლოა, შეზღუდოს რადიო თავისუფლების მუშაობა რუსეთის ტერიტორიაზე


რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აფრთხილებს „რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალ ევროპასა და მის პროექტებს, ტელეარხ „ნამდვილ დროსა“ („Настоящее время“) და საიტ „იდელ რეალიის“ («Idel.Реалии»), რომ შესაძლოა შეიზღუდოს მათი მუშაობა რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთის იუსტიციის სამინისტროში დაადასტურეს ასეთი წერილის არსებობა, რომლის ასლი რედაქციაში მივა დაახლოებით ორი თვის შემდეგ, - იუწყება ტელეარხ „ნამდვილი დროს“ რედაქცია. ამის საფუძველი, რედაქციის ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა გახდეს რუსეთის მიერ შემუშავებული კანონი, რომელიც უცხოური აგენტების კვალიფიცირებას ანიჭებს მთელ რიგ დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინფორმაციო საშუალებებს. უწყების წერილში საუბარია კანონზე „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების“ შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ შესაძლოა შეიზღუდოს იმ სახელწმიფოების საინფორმაციო საშუალებებში მომუშავე ჟურნალისტების მუშაობა, რომლებმაც შეზღუდეს რუსეთის საინფორმაციო საშუალებების თანამშრომელთა მუშაობა. უფრო ადრე, აშშ-ის ხელისუფლებამ მოსთხოვა რუსეთის ტელეარხ „რაშა თუდეის“, რათა 17 ოქტომბრამდე დარეგისტრირდეს როგორც უცხოეთის აგენტი. არხის ხელმძღვანელის, მარგარიტა სიმონიანის ინფორმაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეკომპანიის ქონებას და თანამშრომლებს დაპატიმრება დაემუქრებათ. მოგვიანებით სიმონიანმა აღნიშნა, რომტელეკომპანიამ შესაძლოა შეწყვიტოს მაუწყებლობა აშშ-ის ტერიტორიაზე, ამ ქვეყნის ხელისუფლების ზეწოლის გამო.

XS
SM
MD
LG