Accessibility links

კრემლი იცავს საუდის არაბეთთან გარიგებას რაკეტების თაობაზე


კრემლი აცხადებს, რომ ხელშეკრულება, რომელიც საუდის არაბეთისათვის რუსული წარმოების რაკეტების მიყიდვას ითვალისწინებს, არ წარმოადგენს საფრთხეს რომელიმე ქვეყნისათვის. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა 9 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, შორი მოქმედების ს-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის შეძენაც რიადს სურს, „არ არის მიმართული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.“ ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვა შეეხებოდა, რუსული რაკეტების შესაძლო გამოყენებას ირანის წინააღმდეგ, რომელთან საუდის არაბეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს.გასულ კვირაში, მოსკოვში საუდის არაბეთის მეფის, სალმანის ვიზიტის დროს, მოსკოვსა და რიადს შორის ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას შეიარაღების სფეროში. საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს. შესაბამისად, იარაღის შესყიდვის შესახებ მოსკოვთან გაფორმებული ხელშეკრულება ვაშინგტონის შეშფოთებას იწვევს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG