Accessibility links

თბილისის საკრებულოს შენობასთან პოლიციაა მობილიზებული


თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოში დღეს დაგეგმილი სხდომისა და საპროტესტო აქციის გამო, საკრებულოს შენობასთან პოლიციაა მობილიზებული და გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. 16 საათზე დანიშნულ სხდომაზე საკრებულო განიხილავს პროექტის, „პანორამა თბილისის“ ფარგლებში დაგეგმილი მშენებლობებისთვის პუშკინის ქუჩაზე და თაბორის მთაზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხს. მას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თბილისის მერიას და საკრებულოს უმრავლესობას ადანაშაულებენ ბიძინა ივანიშვილისთვის ქალაქის ქონების ჩუქებაში. 14 საათზე, თბილისის საკრებულოსთან დაგეგმილია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეალურად საუბარია მრავალმილიონიან ინვესტიციასა და უპრეცედენტო პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს თაბორის მთაზე ყველასთვის ხელმისაწვდომი რეკრეაციული ზონის შექმნას, ხოლო პუშკინის ქუჩაზე, თბილისისთვის დეფიციტური მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG