Accessibility links

თურქეთის პრეზიდენტი სერბიას ესტუმრა ოფიციალური ვიზიტით


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 10 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ბელგრადს, სადაც თავდაპირველად მოლაპარაკებებს გამართავს სერბიის ხელისუფლებასთან, შემდეგ კი ესტუმრება უპირატესად მუსლიმებით დასახლებულ სანჯაყის რეგიონს. ერდოანი ბელგრადში ჩაფრინდა უკრაინიდან, სადაც 9 ოქტომბერს მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან. თურქეთის პრეზიდენტი ბელგრადში მიიღო სერბიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა. ერდოანს თან ახლავს თურქეთის მინისტრთა კაბინეტის 9 წევრი. დახურულ კარებს მიღმა მოლაპარაკებების თემა იქნება ეკონომიკა და ვაჭრობა. კონკრეტულად, დაგეგმილი ბელგრადი-სარაევოს მაგისტრალის მშენებლობა და ბუნებრივი აირის პროექტები. მოელიან, რომ სერბიაში მყოფი თურქეთის პრეზიდენტი დააყენებს იმ სასწავლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვის საკითხს, რომლებიც აშშ-ში დევნილობაში მყოფ ყოფილ სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის მოძრაობასთან არიან დაკავშირებულნი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG