Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციას ადანაშაულებს სხდომის ჩაშლის მცდელობაში


პოლიცია თბილისის საკრებულოს შესასვლელთან
პოლიცია თბილისის საკრებულოს შესასვლელთან

თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან აშკარად არის მცდელობა მოხდეს დებოში და დესტრუქცია, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 29 სექტემბერს. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ამის უფლება არავის აქვს. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თბილისელების სასარგებლოდ. შესაბამისად, არავის აქვს უფლება მოაწყოს დესტრუქცია, დებოში. ეს არის თვითმმართველობის წარმომადგენლობის მთავარი ორგანო“, - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საკრებულოს წინ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

საკრებულოს შენობას პოლიციის გაძლიერებული რაზმი იცავს. ის არ უშვებს შენობის შიგნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატებს, რის გამოც პარლამენტის წევრმა თინა ბოკუჩავამ ხელისუფლება დეპუტატის უფლებამოსილების განხორცილების ხელშეშლასა და კონსტიტუციის დარღევაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG