Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში პირველი გეი აღლუმი გაიმართა


ლგტბ ჯგუფებმა 10 ოქტომბერს პირველი მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს კოსოვოში, სადაც ხელისუფლებამ დაცვის გაძლიერებული ზომებს მიმართა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მისამართით ანონიმური მუქარები გაისმა. გეი ალუმი, რომლის დევიზი იყო „სიყვარულის სახელით“, პრიშტინის ცენტრში, სკენდერბერგის და ზაჰირ პაჯაზითის მოედნებზე გაიმართა. აქციამ, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, ექსცესების გარეშე ჩაიარა. სექსუალური უმცირესობების მშვიდობიან მსვლელობას მხარი დაუჭირა კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ და ხელისუფლების სხვა წევრებმა. კოსოვოში 2004 წელს მიიღეს ადმინისტრაციული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვას. თუმცა, უფლებათადამცველები მიიჩნევენ, რომ ლგბტ პირები სერიოზულ დისკრიმინაციას განიცდიან კონსერვატიულ მუსლიმანურ სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობა 1,9 მილიონს შეადგენს.

XS
SM
MD
LG