Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის ლიდერი სიტყვით მიმართავს რეგიონის პარლამენტს


კატალონიის ლიდერი, კარლეს პუჩდემონი დღეს სიტყვით მიმართავს რეგიონის პარლამენტს, რომლის შენობაც ბარსელონაში პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. მადრიდში შიშობენ, რომ კატალონიის საკანონმდებლო ორგანო, ევროპის დროით 18:00 საათზე, კენჭს უყრის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელიც დაეფუძნება 1 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგებს. კატალონიის საარჩევნო კომისიის ცნობით, კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა ორ მილიონზე მეტმა მოქალაქემ, ანუ რეფერენდუმზე მისულთა 90-მა პროცენტმა. კატალონიის პარლამენტში რეფერენდუმის შედეგებზე მოსალოდნელ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, ბარსელონის ქუჩებში ათი ათასობით მოქალაქე გავიდა და გააპროტესტა რეგიონული მთავრობის მცდელობა კატალონია გამოეყოს დანარჩენ ესპანეთს. თუ 10 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტი მხარს დაუჭერს რეფერენდუმის შესახებ დეკლარაციას, მაშინ დაიწყება ექვსთვიანნი პროცესი, რომელიც ითვალისწინებს მოლაპარაკებებს ესპანეთიდან გამოყოფის თაობაზე მოდევნო რეგიონულ არჩევნებამდე და გამოყოფის საბოლოო აქტის მიღებას.

XS
SM
MD
LG