Accessibility links

ყირგიზეთის ოპოზიციონერი კანდიდატი საარჩევნო კომისიის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს


ყირგიზეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ომურბეკ ბაბანოვის საარჩევნო შტაბი აცხადებს, რომ ქვეყნის საარჩევნო კომისია ხელს უშლის მათ საარჩევნო კომპანიას და მხარს უჭერს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის ფავორიტ კანდიდატს. ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდამჭერები შიშობენ, რომ ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აპირებს, აუკრძალოს 15 ოქტომბრისათვის დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა ომურბეკ ბაბანოვს და გზა გაუთავისუფლოს სახელისუფლებლო კანდიდატს. ამის შესახებ 10 ოქტომბერს განუცხადა ჟურნალისტებს, ბაბანოვის წარმომადგენელმა მირსულიან ნამაზალიევმა. ამ განცხადების ფონია, საარჩევნო კომისიის რამდენიმე გაფრთხილება, რომ ბაბანოვს შეიძლება ჩამოერთვას არჩევნებში მონაწილეობას უფლება, თუ ის გააგრძელებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილების მიზეზი გახდა მოქალაქეების ჩვენება, თითქოს მოურბეკ ბაბანოვს ეთნიკური შუღლის გამომწვევი განცხადებები გაეკეთებინოს ეთნიკური უზბეკებით დასახლებულ რეგიონში. ყირგიზეთის მოქმედი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, რომლის მოქმედების ვადაც შემოდგომაზე იწურება, ღიად უჭერს მხარს სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატ სორონბაი ჯეინბეკოვს, რომელიც ატამბაევის მთავრობის პრემიერ-მინისტრად მუშაობდა. ჯეინბეკოვი და ქვეყნის ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბანანოვი, არჩევნებში მონაწილე 12 კანდიდატს შორის გამარჯვების ყველაზე რეალურ შანსებს ფლობენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG