Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინას „დაკარგული ყირიმის“ სანაცვლოდ შესაძლოა მიეცეს კომპენსაცია


ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი გამოვიდა წინადადებით, რომ შესთავაზონ უკრაინას ფულადი კომპენსაცია, ან ენერგომატარებლების მიწოდება რუსეთის მიერ ანექსირებული „ყირიმის დაკარგვის“ სანაცვლოდ. სამშაბათს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ზემანმა გააკრიტიკა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ყირიმზე საუბრის დროს, ზემანმა მოიყვანა გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის, იოახიმ გაუკის სიტყვები ძალით ყირიმის უკრაინისათვის დაბრუნების შეუძლებლობის თაობაზე. სანქციებმა კი რუსეთს შეიძლება გაუჩინოს „ალყაში მყოფი ციხე-სიმაგრის კომპლექსი“, როგორც ეს კუბის შემთხვევაში იყო. ამასთან ზემანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა. ჩეხეთის რესპუბლიკაში საგარეოპოლიტიკურ ვექტორს განსაზღვრავს ქვეყნის მთავრობა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

XS
SM
MD
LG