Accessibility links

აშშ უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ არ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“


პენტაგონმა უარყო და „აბსოლუტური სიყალბე“ უწოდა კრემლის ბრალდებას, თითქოს აშშ-ი „მოჩვენებითად“ ებრძვის ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიასა და ერაყში. კრემლის ეს ბრალდება კიდევ ერთი ნიშანია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობისა. 10 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერობით მოქმედმა კოალიციამ სექტემბრის თვეში, მხოლოდ ორიოდე საავიაციო იერიში განახორციელა, მაშინ როცა, სირიის სამხედრო ძალებმა, რუსეთის საავიაციო მხარდაჭერით, წამოიწყეს იერიში პროვინცია დერი ალ-ზორის გათავისუფლებისათვის. პენგატონის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა რობერტ მენინგმა რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებას „სრული სიყალბე“ უწოდა და დასძინა, რომ ამერიკის სარდლობით მოქმედი კოალიცია აგრძელებს იერიშებს ისლამურ სახელწმიფოს წინააღმდეგ და შესაბამის სტატისტიკას შედეგებს ყოველდღიურად აცნობს საზოგადოებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG