Accessibility links

სოჭში იმართება რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერთა შეხვედრა


სოჭი, 2017 წლის 11 ოქტომბერი: დსთ-ს სამიტის მონაწილეები

სოჭში იმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა (დსთ) და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი. რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერთა შეხვედრას მასპინძლობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც დსთ-სა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მეშვეობით ცდილობს რეგიონში მოსკოვის გავლენის შენარჩუნებას საბჭოთა კავშირის დაშლიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგაც. სოჭის სამიტის ფონია დაძაბულობა ყაზახეთსა და ყირგიზეთს შორის. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა გააუქმა სოჭში ვიზიტი შეშფოთების გამო, რომ ყირგიზეთში 15 ოქტომბრის არჩევნებისათვის დაგეგმილია არეულობა, რომელსაც უცხოეთიდან აფინანსებენ. მანამდე ატამბაევმა ყაზახეთი დაადანაშაულა მმართველი პარტიის მთავარი ოპონენტის, ომურბეკ ბაბანოვის მხარდაჭერაში და გააკრიტიკა ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც სექტემბერში შეხვდა ბაბანოვს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG