Accessibility links

ნატოს ყოფილი ლიდერი „ტროის ცხენად“ მიიჩნევს აღმოსავლეთ უკრაინის შესახებ პუტინის წინადადებას


ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი „ტროის ცხენად“ მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას აღმოსავლეთ უკრაინაში გაეროს სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ, მაგრამ ფიქრობს, რომ შესაძლოა ღირდეს ამ წინადადების „გადაკეთება“ და ისე განხორციელება. აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილიდან გრძელდება მთავრობის ჯარებსა და რუსეთის დახმარებით მოქმედ სეპარატისტებს შორის ბრძოლა, რომელმაც უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გასულ თვეში გამოვიდა წინადადებით, რომ გაეროს მშვიდობისდამცველები განთავსდნენ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფრონტის ხაზის გასწვრივ.ეს გეგმა მაშინვე გააკრიტიკეს კიევმა და დასავლეთმა, რომლებიც შიშობენ, რომ მშვიდობისდამცველების მხოლოდ ფრონტის ხაზზე განთავსება გააძლიერებს რუსეთის პოზიციას სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე. რასმუსენმა, რომელიც ნატოს ლიდერი იყო 2009-2014 წლებში და ახლა უსაფრთხოების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია, 11 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა მოსკოვის ინიციატივის შესახებ. მისი შეფასებით, ეს ინიციატივა არის ბოლო წლებში პირველი შანსი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად, ამიტომ „დიდი შეცდომა“ იქნებოდა მისი უარყოფა. ამასთან, რასმუსენს აუცილებლად მიაჩნია ინიციატივაში ცვლიილებების შეტანა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG