Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება


კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-როსას მახლობლად, ხანძრით განადგურებული პარკი
კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-როსას მახლობლად, ხანძრით განადგურებული პარკი

23-მდე გაიზარდა ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამერიკის კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში. პოლიციის და სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 600-მდე ადამიანი. 8 ოქტომბერს გაჩენილმა ხანძარმა, რომელიც საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, უკვე გაანადგურა 3500-მდე შენობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, დიდ ფართობებზე გაშენებული ვენახები, ღვინის სულ მცირე 4 საწარმო და 69 ათასი ჰექტარი ტყის მასივი. საცხოვრებელი სახლები დატოვა 25 ათასამდე ადამიანმა. კალიფორნიის შტატის სახანძრო სამსახურის უფროსმა, კენ პიმლოტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჟამად მეხანძრეები ებრძვიან ცეცხლის 22 მასშტაბურ კერას, რომლის ჩაქრობას კიდევ დიდი დრო დასჭირდება. როგორც პიმლოტმა აღნიშნა, კალიფორნია ხანგრძლივი გვალვის შედეგებს იმკის. კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სონომის, ნაპის და კიდევ რამდენიმე ოლქში.

XS
SM
MD
LG