Accessibility links

ლადო ჭანტურია აირჩიეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ


პროფ. ლადო ჭანტურია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ლადო ჭანტურია აირჩია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან. 10 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ჭანტურიას მიემხრო კენჭისყრის მონაწილეთა ნახევარზე მეტი, 120 დეპუტატი. ჭანტურია, რომელსაც 2014 წლიდან გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავას, ცხრაწლიანი ვადით არის არჩეული და არაუგვიანეს სამ თვეში შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოსამართლეებს ირჩევს სამი კანდიდატიდან, რომელსაც ასახელებს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაზე ხელმომწერი თითოეული ქვეყანა. საქართველოს მიერ წარდგენილ დანარჩენ კანდიდატებს, ლალი პაპიაშვილსა და ოთარ სიჭინავას, კენჭისყრის მონაწილეების, შესაბამისად, 54 და ხუთი ხმა ერგოთ. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი წინა მოსამართლის, ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოიწურა, თუმცა გახანგრძლივდა მას შემდეგ, რაც ასამბლეის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს მიერ ჭანტურიაზე უფრო ადრე წარდგენილ კანდიდატებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG