Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და აშშ შეთანხმდნენ დიპლომატიური კრიზისის განმუხტვის თაობაზე


ანკარა, 2017 წლის 30 მარტი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ
ანკარა, 2017 წლის 30 მარტი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები აპირებენ სამუშაო შეხვედრა გამართონ ნატოს წევრ ამ ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კრიზისის მოსაგვარებლად. ამის თაობაზე 12 ოქტომბერს განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბეკირ ბოზდაღმა. მისი თქმით, თურქმა და ამერიკელმა დიპლომატებმა უკვე გამართეს „ძალიან კონსტრუქციული საუბარი“, რომლის დროსაც ორივე მხარის წარმომადგენლები შეთანხმდნენ შეხვედრასა და ერთობლივ მუშაობაზე. ორ ქვეყანას შორის უთანხმოება მოჰყვა სტამბულში აშშ-ის საკონსულოს ორი ადგილობრივი თანამშრომლის დაპატიმრებას ჯაშუშობის ბრალდებით, რის გამოც 8 ოქტომბერს აშშ-მა დროებით შეაჩერა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების სამსახურების მუშაობა. ანკარამ ამის პასუხად სასწრაფოდ შეაჩერა ვიზების გაცემა აშშ-ის მოქალაქეებისათვის. 11 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუდ ჩავუშოღლუს და „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა საკონსულოს თანამშრომელთა დაპატიმრების გამო. აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობა ისედაც არის დაძაბული აშშ-ის მხრიდან სირიაში მებრძოლი ქურთი მებრძოლების მხარდაჭერის გამო, აგრეთვე ვაშინგტონის უარის გამო, გადასცეს ანკარას ყოფილი სასულიერო პირი, ფეთულა გიულენი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს 2016 წლის ივლისის არშემდგარი სამხედრო პუტჩის ორგანიზატორად.

XS
SM
MD
LG