Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში შეთანხმდნენ დეკლარაციაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის „ევროპული მისწრაფებების“ შესახებ


ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის "ევროპული მისწრაფებების“ აღიარებაზე, რის შესახებაც ნათქვამია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მოახლოებული სამიტის დეკლარაციის პროექტში. სამიტი ბრიუსელში გაიმართება მომავალ თვეში, 24 ნოემბერს. დეკლარაციის პროექტის წაკითხვის შესაძლებლობა მიეცა ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტს. მისი ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ბრიუსელში 11 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ დეკლარაციისათვის განსაზღვრულ ცნებებზე. „სამიტის მონაწილეები აღიარებენ პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს“, ნათქვამია დოკუმენტში საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით. ახლა დეკლარაციის პროექტს გაუგზავნიან „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ექვსივე წევრს - საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის გარდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელორუსიას.

XS
SM
MD
LG