Accessibility links

პალესტინელთა ორგანიზაციები „ჰამასი“ და „ფატაჰი“ ოფიციალურად შერიგდნენ


2013 წლის 4 იანვარი: პალესტინელები აფრიალებენ პალესტინისა და "ფატაჰის" დროშებს "ფატაჰის" დაარსების 48-ე წლისთავთან დაკავშირებით

პალესტინელთა ორგანიზაციებმა „ჰამასმა“ და „ფატაჰმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც, ოფიციალური პირების განმარტებით, ბოლოს უღებს ამ ჯგუფებს შორის ათწლიან დაპირისრიპებას. ორივე მხარე „დიდ გარღვევად“ მოიხსენიებს კაიროში 12 ოქტომბერს ხელმოწერილ დოკუმენტს. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობას აბარებს პალესტინელთა მთავრობას, რომელიც მართავს ტერიტორიას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. პალესტინელთა ტერიტორიები ღაზაში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ცალ-ცალკე იმართებოდა 2007 წლიდან. მართალია, იმ წელს მიღწეული შეთანხმებით, „ფატაჰსა“ და „ჰამასს“ უნდა შეექმნათ კოალიცია პალესტინელთა სხვადასხვა ორგანიზაციას შორის მზარდი ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად, მაგრამ ამის მერე "ჰამასმა" კონტროლი დაამყარა ღაზაზე და შექმნა მთავრობა, ხოლო „ფატაჰს“ და პალესტინელთა ხელმძღვანელობას დაუტოვა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ტერიტორია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG