Accessibility links

ჩრდილოეთი კორეა ყირიმს მიიჩნევს რუსეთის „განუყოფელ ნაწილად"


ჩრდილოეთი კორეა ყირიმს მიიჩნევს „რუსეთის ფედერაციის განუყოფელ ნაწილად“. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის საელჩო. საელჩომ ეს ინფორმაცია გაავრცელა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეაში გამოიცა მსოფლიოს ახალი პოლიტიკური რუკა. მასზე, საელჩოს თანახმად, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფერებითაა გაფორმებული. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ფხენიანი კანონიერად მიიჩნევს რუსეთში შესვლის შესახებ ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს. რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა ყირიმის ანექსია. ამის შემდეგ გაერომ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და ჩრდილოეთი კორეა რუსეთთან ერთად მიეკუთვნება სულ 11 ქვეყანას, რომელმაც ხმა მისცა რეზოლუციის წინააღმდეგ. საერთაშორისო ორგანიზაციები ანექსიას უკანონოდ მიიჩნევენ და გმობენ. დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG