Accessibility links

მოელიან, რომ ტრამპი ირანს გააკრიტიკებს, მაგრამ ბირთვული ხელშეკრულებიდან არ გავა


გავრცელებული მოლოდინით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 13 ოქტომბერს გამოვა მოწოდებით გატარდეს ზომები იმ მოვლენების წინააღმდეგ, რომლებსაც ის უწოდებს ირანის აგრესიას ახლო აღმოსავლეთში, თუმცა პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს არ გაიყვანს ბირთვული პროგრამის შესახებ ირანთან მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებიდან. როგორც ანონიმურობის დაცვის პირობით ამბობენ ოფიციალური პირები, ტრამპი იტყვის, რომ ეს 2015 წელს მიღწეული შეთანხმება არ პასუხობს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და თეირანი არღვევს ხელშეკრულების "სულისკვეთებას", ბალისტიკური რაკეტების განვითარებით და რეგიონში კონფლიქტების წახალისებით. მაგრამ ტრამპი არ გამოაცხადებს, რომ ირანი პირდაპირ არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს შეამციროს ბირთვული პროგრამა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ და არ გამოვა მოწოდებით ირანს აღუდგეს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციები. ამის ნაცვლად, იუწყებიან, რომ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს შეიმუშავოს ახალი, გამკაცრებული მოთხოვნები, რომლებიც თეირანმა უნდა დააკმაყოფილოს სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG