Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობს


საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს რიგგარეშე სხდომა, რომლის დღის წესრიგშია საკონსტიტუციო კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ, მესამე მოსმენით, 29 სექტემბერს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული პროექტით, საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს უკვე 2020 წელს და არა 2024-ში, როგორც ამას ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი. გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებულ შენიშვნებში ასახა უმრავლესობის ორი ინიციატივაც. კერძოდ, გაუნაწილებელი მანდატები თანაბრად უნდა გაიყონ სუბიექტებმა, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი მიიღეს და უნდა შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკები. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევის საკითხზე მსჯელობა გაგრძელდეს საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბების შემდეგ, მანამდე კი შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.

XS
SM
MD
LG