Accessibility links

სააგენტოები: რუსეთმა შესაძლოა "ისკანდერის" ტიპის რაკეტების დამატებითი რაოდენობა გაგზავნოს კალინინგრადში


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ გავლენიანი რუსი დეპუტატის სიტყვებს, რომ რუსეთმა შესაძლოა "ისკანდერის" ტიპის რაკეტების დამატებითი რაოდენობა გაგზავნოს კალინინგრადში, ბოლო პერიოდში ბალტიისპირეთში აშშ-ის სამხედრო დისლოცირების პასუხად. ვლადიმირ შამანოვი, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატაში ხელმძღვანელობს თავდაცვის კომიტეტს, ამბობს, რომ მოსკოვმა შესაძლოა "ისკანდერის" ტიპის რაკეტების დამატებითი რაოდენობა განათავსოს მის დასავლეთის რეგიონებში, კალინინგრადის ჩათვლით - რომელიც ესაზღვრება ნატოს წევრ ქვეყნებს, პოლონეთსა და ლიტვას. შამანოვის თქმით, ეს ნაბიჯი იქნება პასუხი აშშ-ის მხრიდან პოლონეთში დაჯავშნული ბრიგადის განთავსებაზე - რაც, მისი თქმით, "კატეგორიულად აკრძალულია საერთაშორისო შეთანხმებებით", იუწყებიან სააგენტოები ინტერფაქსი და ტასი. "ისკანდერი" 500 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს და მას გამოარჩევს მაღალი სიზუსტე. მისი მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია როგორც კონვენციური, ისე ბირთვული ქობინით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG