Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: აშშ-მა ქვეყანაში არ შეუშვა ოფიციალური პირები, რომლებსაც გაეროში ვაშინგტონი უნდა გაეკრიტიკებინათ


რუსეთის მიერ 12 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-მა ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა სამხედრო პირებს, რომლებსაც გაეროში ჩინეთის წარმომადგენლებთან ერთად უნდა გაემართათ ბრიფინგი და აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემები უნდა გაეკრიტინებინათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის წევრის, ალექსანდრ ემელიანოვის განცხადებით, მოსკოვს სურდა აშშ-ში გაეგზავნა დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებდა გენერალ-ლეიტენანტი ტრეტიაკ ანდრეი - რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი. "მათ ვიზების გაცემაზე უარი უთხრეს" - განუცხადა ემელიანოვმა რამდენიმე ათეულ დიპლომატს, რომლებიც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გამართულ ნახევარსაათიან ბრიფინგს დაესწრნენ. გაეროში აშშ-ის მისიამ უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე ბრიფინგის, ან ცალკეული სავიზო შემთხვევების შესახებ. ბრიფინგი დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს განიარაღების საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა, რობერტ ვუდმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალმხრივი და ბირთვული საკითხების ოფისის წარმომადგენელმა, ჯეფრი ებერჰარდტმა. რუსეთი და ჩინეთი დიდი ხანია აკრიტიკებენ აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, განსაკუთრებით წელს სამხრეთ კორეაში განთავსებულ სისტემას და ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის ზრდას, მისი ბალისტიკური და ბირთვული ცდების გარშემო.

XS
SM
MD
LG