Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია


საქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს კანონპროექტებზე, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის“ შესახებ. 13 ოქტომბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა 110-მა დეპუტატმა, 8 მომხრის წინააღმდეგ. 6 მხარდამჭერი და 109 მოწინააღმდეგე ჰყავდა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კანონპროექტზე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ.“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტმა 117 ხმით შვიდის წინააღმდეგ უცვლელად დატოვა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო და 117 ხმით სამის წინააღმდეგ პირვანდელი სახით დაამტკიცა მეორე კანონპროექტიც, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ.“

XS
SM
MD
LG