Accessibility links

იუნკერი "ძალიან შეშფოთებულია" ევროპაში არსებული სეპარატისტული ტენდენციებით


ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერის აზრით, თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს, მას სხვა რეგიონებიც მიბაძავენ, რაც იუნკერს, მისივე თქმით, სასურველად არ მიაჩნია. არ მინდა ევროკავშირი 15 წელიწადში 90-მდე ქვეყნისაგან შედგებოდესო, განაცხადა ევროკომისიის ლიდერმა ლუქსემბურგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. იუნკერის თქმით, ის „ძალიან შეშფოთებულია“ ევროპაში არსებული სეპარატისტული ტენდენციებით და მხარს უჭერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოის ძალისხმევას ვითარებაზე კონტროლის დასამყარებლად. იუნკერი შეეხო ასევე კატალონიის ხელმძღვანელობის თხოვნას, რომ ევროკავშირმა იშუამავლოს მადრიდსა და ბარსელონას შორის მოლაპარაკებაში. მისი თქმით, ეროკომისია შუამავლობას ვერ შეძლებს, თუ მარტო ერთ მხარეს ექნება ამის სურვილი. კატალონიაში 1 ოქტომბერს ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელსაც უკანონოდ მიიჩნევენ ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება და ევროკავშირი. კენჭისყრის მონაწილეებიდან 90%-ზე მეტი მიემხრო ესპანეთის შემადგენლობიდან რეგიონის გასვლას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG