Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაცია


რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი. ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანი სამხედროები შენობაში არავის უშვებენ. რადიო თავისუფლების რუსთაველი კორესპონდენტის ცნობით, ოპერაცია მიმდინარეობს ოთხსართულიანი შენობის მესამე სართულზე, რასაც გავრცელებული ვიდეოკადრებიც ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯერჯერობით მხოლოდ ეს განაცხადეს, რომ ოპერაციას ახორციელებს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი.

XS
SM
MD
LG