Accessibility links

აშშ-მა ირანის „რევოლუციური გვარდია“ შეიყვანა ანტიტერორისტული სანქციების ობიექტთა სიაში


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ სანქცირებულების სიაში შეიყვანა ირანის „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი“ (IRGC)

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის „მკაცრ სანქციებს“ დაუწესებს ირანის „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს“ (IRGC) ტერორიზმის მხარდაჭერისათვის. ამ განცხადებით ტრამპი გამოვიდა 13 ოქტომბერს ვაშინგტონში. ხოლო აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მთავრობა აამოქმედებს ზომას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების მიღებას ამერიკის მოწინააღმდეგეთა მიმართ. კონგრესის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს, რომელიც ამ ზომას ითვალისწინებს, ტრამპმა ხელი მოაწერა წელს აგვისტოში. ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს“ სანქციები უწესდება „მთელი რიგი ტერორისტული ჯგუფების, მათ შორის ჰიზბოლას და ჰამასის, აგრეთვე თალიბანის მხარდაჭერისათვის“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG