Accessibility links

ტრამპი, ირანის მიმართ მკაცრი კრიტიკის მიუხედავად, არ აპირებს ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ირანი - მას უწოდა რეჟიმი, რომელსაც „ფანატიკოსი“ ლიდერები მართავენ, მაგრამ არ უთქვამს, რომ აშშ გადის ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან. ირანთან ამ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, შეერთებულ შტატებთან ერთად ხელი მოაწერა კიდევ ხუთმა ქვეყანამ (ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა). ტრამპმა 13 ოქტომბერს ვაშინგტონის პოლიტიკურ კურსზე მოხსენებით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ახალ სანქციებს უწესებს ირანის „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს“ (IRGC) ტერორიზმის მხარდაჭერისათვის. იქვე ტრამპმა დაგმო თეირანი ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების „სულისკვეთების“ წინააღმდეგ მოქმედებისათვის, მაგალითად, ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო. ახლო აღმოსავლეთში ირანის შესაზღუდად, ტრამპმა თქვა, რომ კონგრესს მოუწოდებს, გაამკაცროს აშშ-ის კანონი, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება. კონგრესს 60 დღე ექნება შესაძლო ცვლილებების განსახილველად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG