Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი „დასავლური ტიპის დოკუმენტს“ უწოდებს კონსტიტუციის ახალ რედაქციას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ძირითადი კანონის ახალი რედაქცია დასავლური ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელიც უნდა იქცეს ქვეყნის თავისუფლების, პროგრესის, სტაბილურობის და ევროპული მომავლის შემდგომ გარანტად. „თითოეულმა ადამიანმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღებას, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და სტაბილურ განვითარებას“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მისალოც განცხადებაში, რომლის ფონია, 13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.პარასკევს პარლამენტმა 117 ხმით შვიდის წინააღმდეგ უცვლელად დატოვა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო და 117 ხმით სამის წინააღმდეგ პირვანდელი სახით დაამტკიცა მეორე კანონპროექტიც, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ.“

XS
SM
MD
LG