Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიცია საბოლოო იერიშზე გადავიდა ალყაშემორტყმულ ქალაქ რაყაზე


აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციური ჯარების ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარეობს დასკვნითი სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ალყაშემორტყმულ სირიის ქალაქ რაყაში გამაგრებული ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებას. სირიის დემოკრატიული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუსტაფა ბალიმ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბრძოლა სულ მალე, რამდენიმე საათში ან ორიოდ დღეში, დასრულდება. სირიის დემოკრატიული ძალების კოალიცია არაბთა და ქურთების სამხედრო დანაყოფებს აერთიანებს. ქალაქ რაყის დაკარგვა, რომელსაც ისლამური სახელმწიფო თავის დედაქალაქად მიიჩნევს, უდიდესი დარტყმა იქნება ექსტრემისტებისთვის. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა და მათი ოჯახის წევრებმა უკვე დატოვეს ქალაქი რაყა, რომელშიც მრავალი ავტობუსი შევიდა მათი ევაკუაციის მიზნით. ორგანიზაცია არაფერს ამბობს იმაზე, თუ საით გაემართნენ ეს ავტობუსები.

XS
SM
MD
LG