Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესში გაურკვევლობაა ირანის მიმართ ტრამპის სტრატეგიის გამო


აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებამ, რათა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირონ ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას, გაურკვევლობა გამოიწვია კონგრესში, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი რესპუბლიკელი სენატორები მზად არიან შეუდგნენ საკითხის განხილვას. ახლო აღმოსავლეთში ირანის შესაზღუდად, ტრამპმა თქვა, რომ კონგრესს მოუწოდებს, გაამკაცროს აშშ-ის კანონი, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება. „ჩემ ადმინისტრაციას დავავალე, მჭიდროდ იმუშაოს კონგრესთან და ჩვენს მოკავშირეებთან, რათა ირანის რეჟიმი მსოფლიოს ვეღარასოდეს დაემუქროს ბირთვული იარაღით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა იმ ნაბიჯებზე საუბრის დროს, რომლებმაც უნდა აღკვეთოს „უკონტროლო“ ირანის რეჟიმის ჩარევა ახლო აღმოსავლეთში. კონგრესს 60 დღე ექნება შესაძლო ცვლილებების განსახილველად. 13 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ირანი - მას უწოდა რეჟიმი, რომელსაც „ფანატიკოსი“ ლიდერები მართავენ, მაგრამ არ უთქვამს, რომ აშშ გადის ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან.

XS
SM
MD
LG