Accessibility links

იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ კენჭს იყრის მომავალ საპრეზიდენტო არჩენებში


უკრაინის ოპოზიციური პარტია „ბატკივშინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას. 13 ოქტომბერს უკრაინულ ტელეარხ „NewsOne“-თან ინტერვიუში ტიმოშენკომ თქვა, რომ ვალდებულია პირადად იზრუნოს იმაზე, რომ „ქვეყანა ფეხზე დააყენოს“. ვინაიდან, პოლიტიკოსებმა, რომლებსაც იგი წარსულში მხარს უწერდა, კერძოდ, ექსპრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ და არსენი იაცენიუკმა, ვერ გაამართლეს მისი ნდობა. იულია ტიმოშენკო ორჯერ მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში. 2010 წელს იგი დაამარცხა ვიქტორ იანუკოვიჩმა, 2014 წელს კი - პეტრო პოროშენკომ. პრეზიდენტის არჩევნები უკრაინაში 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG