Accessibility links

ოთხი მოლდოველი დაიღუპა სატვირთო თვითმფრინავის ავარიის შედეგად


მოლდოვეთის ოთხი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა სატვირთო თვითმფრინავის ავარიის შედეგად. იუწყებიან, რომ საფრენი აპარატი სპილოს ძვლის კუნძულების ქალაქ აბიჯანის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ზღვაში ჩავარდა. ავარიას წინ უძღოდა ძლიერი ქარიშხალი, წვიმა და ელჭექი, რაც, წინასწარი ინფორმაციით, გახდა კიდეც თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი. ავარიის შედეგად დაშავდა ოთხი ფრანგი ჯარისკაცი.წყაროს თანახმად, საუბარია რუსეთის წარმოების ანტონოვის კლასის თვითმფრინავზე, რომელსაც საფრანგეთის არმია ქირაობს იმ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რომელიც რეგიონში ექსტრემისტული ძალების წინააღმდეგ ტარდება და რომელშიც 4 ათასი ფრანგი ჯარისკაცი მონაწილეობს. ქალაქ აბიჯანში განლაგებული ფრანგული ბაზა ლოგისტიკურ დახმარებას უწევს ოპერაციის მთავარ ძალებს, რომლებიც ჩადის დედაქალაქ ნ’ჯამენაში მდებარეობს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG