Accessibility links

კოსოვოში თავს დაეხსნენ და სცემს გამომძიებელი ჟურნალისტი, ვეჰბი კაიტაზი, რომელიც ფლობს ვებსაიტ „ინსაჯდერის“. ჟურნალისტზე თავდასხმა ერთ-ერთ კაფეში 13 ოქტომბერს მოხდა. ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჟურნალისტზე სახეზე ნაკაწრები და ლურჯი ლაქები აღენიშნება. მომხდარი დაგმო კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ და დაუშვებელი უწოდა ჟურნალისტზე თავდასხმას. პრიშტინაში გამართულ საპროტეტო აქციაზე, კოსოვოს ჟურნალისტთა კავშირმა სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდა გამოიძიონ ჟურნალისტზე თავდასხმა და დასაჯოს დამნაშავეები. ორი თვის წინ, კაიტაზიზე და „ინსაჯდერის“ მთავარ რედაქტორზე თავდასხმა მოხდა, რასაც წინ უძღოდა ერთ-ერთი დეპუტატის საქმიანობის შესახებ მამხილებელი პუბლიკაციის გამოქვეყნება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG