Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი აცხადებს, რომ საემიგრაციო სამსახურმა არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა


ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურმა არ დააკმაყოფილა პოლიტიკოსის თხოვნა, რაც მისთვის, როგორც საქართველოდან დევნილისათვის „დამატებითი დაცვის“ უზრუნველყოფას შეეხებოდა. ამის თაობაზე სააკაშვილმა 13 ოქტომბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ამის თქმის უფლებას აძლევს ის გარემოება, რომ შესაბამისი სამსახურები დადგენილ ვადაში არ გამოხმაურებიან მისი ადვოკატების მიმართვას. ამჟამად სააკაშვილი ამზადებს სასამართლო სარჩელს, მისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისავე განცხადებით, მისი ლიდერობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაცია „ახალი ძალების რუხი", სხვა პარტიებთან ერთად, 17 ოქტომბერს კიევში საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. სააკაშვილის თქმით, აქცია შესაძლოა უვადოდ გაგრძელდეს, თუ პარლამენტი არ დააკმაყოფილებს მომიტინგეთა სამ მოთხოვნას: ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის, დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმებისა და არჩევნების შესახებ ახალი კანონის მიღების შესახებ.

XS
SM
MD
LG