Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში არ შეუშვეს სააკაშვილის მომხრე პარლამენტარი კობა ნაყოფია


უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს საქართველოს პარლამენტი წევრ კობა ნაყოფიას, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება. როგორც ნაყოფიამ „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, მას ბორისპოლის აეროპორტში მესაზღვრეებმა გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს. მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ სლობოდიანმა განმარტა, რომ მესაზღვრეებმა შეასრულეს ერთ-ერთი სამართალდამცველი ორგანოს გადაწყვეტილება ნაყოფიას არშეშვების თაობაზე. ბიზნესმენი და პარლამენტარი კობა ნაყოფია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ აქტიურ მომხრედ ითვლება. როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ოპონენტები ნაყოფიას მიხეილ სააკაშვილის „ოქროს საკრედიტო ბარათსაც“ უწოდებენ.

XS
SM
MD
LG