Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება


ავსტრიაში ტარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც 16 პარტია მონაწილეობს. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს კონსერვატიულ „სახალხო პარტიას“, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, 31 წლის სებასტიან კურცი უდგას სათავეში. გამარჯვების შემთხვევაში იგი ქვეყნის კანცლერის პოსტს დაიკავებს. მეორე ადგილზე გასვლის პრეტენზია აქვს ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიას“ და სოციალ-დემოკრატებს.

XS
SM
MD
LG