Accessibility links

თბილისში დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია


თბილისში დასრულდა ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა გააპროტესტესთბილისის საკრებულოს სადავო გადაწყვეტილება პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემის თაობაზე. აქციის ბოლოს, დემონსტრანტებმა გადაინაცვლეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც პარტიის ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებითაც."ხელი არ წაგიცდეთ, ბატონო ბიძინა, გაყალბებისკენ, თორემ არა კვირიკაშვილთან ან საკრებულოსთან, არამედ პირდაპირ აქ მოვალთ და მასშტაბურ აქციას გავმართავთ", - აღნიშნა ნიკა მელიამ. პარტიის ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ არც თბილისში და არც დანარჩენ საქართველოში მას არჩევნების გაყალბების და ხმების მოპარვის საშუალებას არ მისცემს. საქართველოს მთელი მასშტაბით 21 ოქტომბერს ტარდება თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG