Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმიამ იერიში წამოიწყო ქურთების პოზიციებზე, კირკუკში


აშშ-ის სარდლობის ცნობით, ერაყის არმიამ წამოიწყო საარტილერიო შეტევა ნავთობით მდიდარ კირკუკში განლაგებული ქურთების პოზიციებზე. ბაღდადის მიერ „დიდი ოპერაციის“ დაწყების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ვაშინგტონმა მოუწოდა ერაყელ და ქურთ ლიდერებს, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ესკალაცია და მთელი ყურადღება გადაიტანონ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მომდინარე საფრთხეზე. აშშ-ის სამხედრო სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი კვლავინდებურად მხარს უჭერს „ერთიან ერაყს“ და მოუწოდებს მხარეებს, რათა სადაო საკითხები დიალოგის გზით მოაგვარონ. კირკუკის მიმართულები ერაყის არმიის იერიშის ფონია, მზარდი დაძაბულობა ბაღდადსა და ქურთების ავტონომიას შორის, სადაც სამი კვირის წინ გამართულ რეფერენდუმზე, მხარი დაუჭირეს რეგიონის დამოუკიდებლობას. ბაღდადმა რეფერენდუმს უკანონო უწოდა.

XS
SM
MD
LG