Accessibility links

ყირგიზეთის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა ხელისუფლების ფავორიტმა


ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუალედური მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში იმარჯვებს, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სოორონბაი ჯიინბეკოვი, რომელიც ითვლება მოქმედი პრეზიდენტის, ალმასბეკ ატამბაევის ფავორტიდ. ჯიინებკოვს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 54%-მა. თუ ეს მონაცემები უცვლელი დარჩა, მაშინ აღარ გახდება საჭირო განმეორებითი ტურის ჩატარება. პრეზიდენტის არჩევნები ყირგიზეთში 15 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 56-%-მა. ჯიინბეკოვის ერთ-ერთმა მთავარმა მეტოქემ, ასევე ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა ომურბეკ ბაბანოვმა უკვე აღიარა დამარცხება, თუმცა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესს თან ახლდა არაერთი დარღვევა. სერიოზული ნაკლოვანებების დააფიქსირა ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფმაც, რომელმაც ამის მიუხედავად არჩევნების პროცესს უწოდა "გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი".

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG