Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ძალები შევიდნენ ქალაქ ქირქუქში


როიტერსის სააგენტოს თანახმად, ერაყის სამთავრობო ძალები შევიდნენ ქალაქ ქირქუქში და დაიკავეს პროვინციის მუნიციპალური საბჭოს შენობები. თვითმხილველთა თქმით, ერაყელმა სამხედროებმა შენობებიდან ჩამოხსნეს ქურთული დროშები, რომლებიც ერაყის სახელმწიფო დროშებთან ერთად იქ აპრილიდან ფრიალებდა. აშშ-ის სარდლობის ცნობით, ერაყის არმიამ 16 ოქტომბრის დილიდან წამოიწყო საარტილერიო შეტევა ნავთობით მდიდარ ქირქუქში განლაგებული ქურთების პოზიციებზე. ქირქუქის მიმართულებით ერაყის არმიის იერიშის ფონია მზარდი დაძაბულობა ბაღდადსა და ქურთების ავტონომიას შორის, სადაც სამი კვირის წინ გამართულ რეფერენდუმზე, მხარი დაუჭირეს რეგიონის დამოუკიდებლობას. ბაღდადმა რეფერენდუმს "უკანონო" უწოდა.

XS
SM
MD
LG