Accessibility links

სააკაშვილი კიევის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ხალხი მშვიდობიანად არის განწყობილი


2017 წ. 16 ოქტომბერი: მიხეილ სააკაშვილი რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კიევის ბიუროში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დემონსტრანტები, რომლებიც 17 ოქტომბერს უკრაინის პარლამენტთან შეკრებას აპირებენ, მშვიდობიანად არიან განწყობილი. ამ თემაზე სააკაშვილმა ისაუბრა 16 ოქტომბერს, რადიო თავისუფლების კიევის სტუდიაში სტუმრობისას. 17 ოქტომბერს უკრაინის პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომლის დროსაც, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა „შეიარაღებული პროვოკაციები“ მოეწყოს. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, სააკაშვილმა უარყო ასეთი შესაძლებლობა. მან დაგეგმილ დემონსტრაციას უწოდა „დიდი პროცესის“ დასაწყისი და თქვა, რომ თავის მხარდამჭერებთან ერთად გამოთქვამს, „უკრაინის, პრაქტიკულად, მთელი მოსახლეობის აზრს“. დემონსტრაციის ორგანიზატორებს შორის სააკაშვილის „ახალ ძალთა მოძრაობასთან“ ერთად არიან „დემოკრატიული ალიანსი“, „ავტომაიდანი“ და „სვობოდა“. სააკაშვილი დემონსტრანტების სამ მთავარ მოთხოვნად ასახელებს ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებასა და ახალი საარჩევნო კანონის მიღებას. წელს ივლისში სააკაშვილის ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, როცა ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ამის შემდეგ, 10 სექტემბერს იმ პოლონეთიდან გადავიდა უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს ამ ქმედებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG