Accessibility links

უკრაინის უშიშროების სამსახური შესაძლო პროვოკაციების შესახებ საუბრობს


კიევში, ვერხოვნა რადას წინ დაიწყო „საერთოუკრანული აქცია“, რომელიც ხელისუფლებისაგან მოითხოვს „დიდი პოლიტიკური რეფორმების“ გატარებას. აქცია ორგანიზებულია „ახალი ძალების რუხის“, „ალტერნატივის“, დემოკრატიული ალიანსისა“ და საზოგადოებრივის აქტივისტების მიერ. დემონსტრანტების სამ მთავარ მოთხოვნად სახელდება ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსხურის ინფორმაციით, საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გადაკეტილია საკანონმდებლო ორგანოსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დამაკავშირებელი რამდენიმე გზა, ხოლო ვერხოვნა რადას შენობის წინ მობილიზებულია ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი. უკრაინის უშიშროების სამსახურმა 15 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ რადიკალურად განწყობილი ელემენტები 17 ოქტომბრისათვის ამზადებდნენ პროვოკაციებს შესაძლო ძალისმიერ სცენარით, რაც ითვალისწინებდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. უშიშროების სამსახურმა წარმოადგინა ფაქტები იარაღის, ფულის, კომპიუტერული ტექნიკისა და ისეთი ნივთების ამოღებისა, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო პროვოკაციულ-ძალადობრივი ხასიათის მოქმედების ჩასადენად. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლმა ზორიან შკირიაკმა მედიას აცნობა, რომ იარაღის ყიდვის მცდელობისას დააკავეს დავით საყვარელიძის, საქართველოს ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი თანამებრძოლის, დაცვის წევრი და თითქოს ეს უკავშირდება დღევანდელ აქციას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG