Accessibility links

6 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში თვითმკვლელთა იერიშის შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით სულ მცირე ექვსი კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა, თვითმკვლელი მოიერიშეებისა და შეიარაღებული პირების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ექსტრემისტების მორიგი იერიშის სამიზნე იყო პაქტიის პროვინციის ქალაქ ღარდიზში განლაგებული პოლიციის საწვრთნელი ცენტრი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაცია თალიბანმა. დაღუპულთა შორის არიან, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG