Accessibility links

კიევში ოპოზიციის მიტინგი მიმდინარეობს


მიტინგი უკრაინის პარლამენტთან, 2017 წლის 17 ოქტომბერი

უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები კიევში, უკრაინის პარლამენტთან მართავენ აქციას, „საყოველთაო უკრაინულ შეკრებას დიდი პოლიტიკური რეფორმისთვის.“ აქციაში მონაწილეობენ რამდენიმე პარტიის, მათ შორის „სამოპომიჩის,“ „ბატკივშჩინის“ და „სამოქალაქო პოზიციის“ წარმომადგენლები და ულტრამემარჯვენეები „თავისუფლების პარტიიდან.“ ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობს სულ მცირე 5 ათასი ადამიანი. ისინი მოითხოვენ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას და სადეპუტატო იმუნიტეტის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშენკოს ინფორმაციით, უკრაინის პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგს იცავს პოლიციის და ეროვნული გვარდიის 3500-მდე თანამშრომელი. ინტერნეტგამოცემის, „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მიტინგზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ დღის ბოლომდე უკრაინის ხელისუფლება ხალხის სასარგებლოდ არ მიიღებს არანაიარ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტმა პოროშენკომ თანამდებობიდან გადადგომაზე უნდა იფიქროს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG