Accessibility links

სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა "კონსტრუქციული" მოლაპარაკება გამართეს ყარაბაღის შესახებ


სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ჟენევაში 17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზები. სერჟ სარქისიანის და ილჰამ ალიევის მოლაპარაკება გაიმართა ეუთოს მინსკის ჯგუფის ზედამხედველობით. სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, საფრანგეთის, რუსეთის და აშშ-ის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა". პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ გაატარებენ ზომებს მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებისთვის და გადადგამენ ნაბიჯებს კონფლიქტის ხაზზე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით - გკითხულობთ განცხადებაში. თანათავმჯდომარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის გამო, ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თანათავმჯდომარეები ორგანიზებას გაუწევენ სამუშაო შეხვედრებს მინისტრებს შორის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG