Accessibility links

ნავალნის 2028 წლამდე არ მიეცემა არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენების უფლება


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვას განცხადებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის 2028 წლამდე არ ექნება არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება. პამფილოვამ ეს განცხადება გააკეთა სოჭში, ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. 41 წლის ალექსეი ნავალნი აქტიურად აწარმოებს საარჩევნო კამპანიას რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, თუმცა გამარჯვებას კვლავ უწინასწარმეტყველებენ მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. პამფილოვამ ნავალნი დაადანაშაულა ხელისუფლებაზე ზეწოლაში და თქვა,რომ მას ქუჩის საპროტესტო აქციები ვერ აიძულებს, დაარღვიოს კანონი - „ცუდია ის, თუ კარგი“. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ნავალნის ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებულ „კიროვლესის“ საქმეზე ნასამართლეობის გამო არა აქვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ნავალნის კანდიდატურის დასახელებას მხარი დაუჭირა 600 ათასამდე ადამიანმა. რუსეთის რეგიონებში გახსნილია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ათობით საარჩევნო შტაბი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG